ილონ მასკი აზიარებს რონ პოლის, ყოფილი კონგრესმენის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ Usaid არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი, რითაც ის ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.
"და რომ სწორედ ამ ორგანიზაციის თანხები იხარჯება სხვა ქვეყანაში ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებაზე NGO სექტორის სახით და ამასთანავე ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე. „უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, Usaid ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში“ - ეს არის ზუსტი ციტატა ვიდეოდან, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს და ამბობს, რომ ძალიან საინტერესო იყო ამის გაგება" - წერს ნინო წილოსანი.