საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ფასების დარეგულირების მიმართულებით საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ საუბრობს.
„ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, ევროკავშირი არსებობს კარგი პრაქტიკები, როგორ იყოს დაცული მომხმარებელი იმისგან, რომ არ მოექცეს არაკეთილსინდისიერი კომერციული ინტერესების მიერ მიყენებული ზიანის ქვეშ და რა თქმა უნდა, ჩვენ კომისიის მუშაობის ბოლოს წარმოვადგენთ შეთავაზებებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც კანონში, ასევე აღსრულების ნაწილში ცვლილებებს საჭიროებდეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ნავთობიმპორტიორებთან გაიმართება.
შემდეგი კვირიდან საკითხზე მუშაობას სამთავრობო კომისიასთან ერთად საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.




