დღეს ყველაზე ძალიან მინდა, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, ჩვენს დებს და ძმებს, ჩვენს შვილებს ვგლოვობთ.. 🖤 
შოვის ტრაგედიის მასშტაბი აღუწერელია. ტკივილი, რომელიც მან მოგვაყენა უმძიმესია.. ამ მდგომარეობაში არ არსებობს მანუგეშებელი სიტყვა.. საუბედუროდ ვერ დავაბრუნებთ დაკარგულ ადამიანებს, ვერაფრით შევუმსუბუქებთ ამ გაუსაძლის ტკივილს ოჯახის წევრებს და მათ მეგობრებს..  გლოვობს მთელი საქართველო  
დღეს ყველაზე ძალიან მინდა რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთ“,- წერს წილოსანი.