საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილი ვიზიტების მთავრობის მიერ გაუქმებას ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არაუშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა - წერს ნინო ლომჯარია.

მთავრობის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად