როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
"რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან. არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით" - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.