მომავალ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით გვარების წინასწარ გაჟღერება, კითხვის ნიშნებსაც აჩენს, ამიტომ მე არ მომწონს ეს ამბავი, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ მომავალ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით გვარების წინასწარ გაჟღერება, დასახელება არის დესტრუქციული და კითხვის ნიშნებსაც აჩენს. ჩემი გვარი რომ დასახელდა, შესაძლებელია ვიღაცამ იფიქროს, რომ ის რასაც ვაკეთებ... შესაძლებელია კითხვის ნიშნები გაჩნდეს მოტივაციასთან დაკავშირებით, ამიტომ მე არ მომწონს ეს ამბავი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ არანაირი მოლაპარაკება, ან რამე საუბრები ამ თემაზე ჩემთან არ ყოფილა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება, მთავარია, რომ მოხდეს შეთანხმება, იმიტომ რომ რისკები ყველას გვესმის. თუ ვერ მოხდა შეთანხმება, ჩვენ შეიძლება დავდგეთ ხელახალი არჩევნების რისკის წინაშე, რაც ძალიან რთული იქნება. ადამიანებს არ უნდა გავუჩინოთ იმედგაცრუება, მთელი კონცენტრაცია ამ არჩევნებზეა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.
სალომე ზურაბიშვილი: ვაპირებ, ტექნიკური მთავრობა არჩევნებამდე წარვადგინო