ნინო ლომჯარიას განცხადებით, მარშზე სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები იკრიბებიან, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები.
მარშს უერთდება ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაც.
"ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რომლის დაკვეთაც იყო დღევანდელი მარში, რომ მთელ დასავლურ ცივილიზაციას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომელიც გვადევნებს თვალს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რა არის ქართველი ხალხის სათქმელი და არჩევანი - ქართველი ხალხი არის ერთგული საქართველოს ევროპული გზის. ჩვენ ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროკავშირში", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.