ძვირფასო მოქალაქეებო, მინდა გითხრათ, რომ სადამკვირვებლო კოალიციის "ჩემი ხმის" წევრები და მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ რომ დავამტკიცოთ საარჩევნო გაყალბების მასშტაბურობა და სისტემურობა. უკვე მოვაგროვეთ და დავახარისხეთ საარჩევნო დარღვევების 500-ზე მეტი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, რომელსაც მუდმივად ვუზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. 

"პარალელურად, იდენტიფიცირებულია ის საარჩევნო უბნები და ოლქები, სადაც მძიმე ხასიათის დარღვევებს განგრძობითი და განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ჩვენი იურისტები უწყვეტ რეჟმში მუშაობენ საჩივრებზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ დავამტკიცოთ სიმართლე.ჩვენ არ დავღლილვართ, ვართ ამაყები და მართლები!" - წერს ნინო ლომჯარია.