"დღევანდელი ვითარება ძალიან მძიმეა ოპოზიციისთვის. რაც შეეხება გაერთიანებებს, მელიასა და ხაზარაძის გაერთიანების მომავალზე საუბარი რა საჭიროა. ისინი ისედაც ერთიანი არიან. აქამდეც ერთიანი იყვნენ და ახლაც ერთიანები არიან." - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის მიერ „მესამე ძალის“ შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
"ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ, გვარამიამ დააანონსა პარტიის შექმნა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დაბალი რეიტინგი ამ ვითომ ახალმა ძალებმა როგორმე დააკომპენსირონ“, - განაცხადა სამხარაძემ.