საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ლიეტუვის ახლად დანიშნულ ელჩთან დარიუს ვიტკაუსკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მისი სამომავლო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის გავლენას ევროპის უსაფრთხოებაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია.