პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

სამხარაძის შეფასებით, საქართველოსთვის იარლიყების მიწებება რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს, მილანოვიჩმა დაადასტურა.

"მან ღიად თქვა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანია, სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს და ქართველ ხალხს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია ქვეყანა და ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და რომლის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, იყოს პრორუსული და ხალხი მათ ხმას აძლევდეს. ანუ, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით რომ იარლიყების მიწებება არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონმა მილანოვიჩმა დაადასტურა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია."