დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომელიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჰანგჯოუში ვიზიტი იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რამხელა ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია ჩინეთმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.

„მნიშვნელოვანია ჩვენმა კომპანიებმა აქტიურად ითანამშრომლონ ჩინურ მხარესთან, რათა ის მიღწევები მაქსიმალურად გაიზიარონ. '

უნდათ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წელს ახალ დონეზე ავიდა, ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული შედეგები მოიტანოს ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.