„უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფენომენი – ფარული მიყურადება კონკრეტული დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად, თუ გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიის შიგნით, ხვალ ქვეყნის მმართველობისას გამოიყენებენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან, 2012 წელის ციხის კადრები რომ გავრცელდა, დღესაც გეტყვიან, რომ ადამიანების ემოციებზე უნდოდათ თამაში, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიაში გაავრცელეს და შედეგად, სახელმწიფო დაიღუპა." - ამის შეხასებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.
"ახლა რატომ აკეთებს ვიღაც წინასაარჩევნო კამპანიაში, შემთხვევით, იმავენაირად ემოციებზე თამაში ხომ არ უნდათ, ის შედეგი რომ დაფიქსირებულიყო, რომელიც შეუძლებელია დაფიქსირდეს. ფარული მიყურადება, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი ერთია, მაგრამ თვე-ნახევრის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც მე მიპირისპირდებიან, ამ ჩანაწერებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში დაატარებდნენ და ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრმა აქტიურმა წევრმა იცის, რეგიონშიც და თბილისშიც.
გავრცელდა ეს ჩანაწერი და შემდეგ განცხადებით დაგმეს, რა პასუხი გასცეს იმ ასობით ადამიანს, რომლებსაც მოასმენინეს. მეორე მხარე როდესაც საუბრობს, ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, ეს ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია, არადა, სინამდვილეში, სუს-ის გავრცელებულიაო, მე როცა ვიცი დანამდვილებით კონკრეტული, მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა რომ ვთქვა, სუს-მა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ სხვადასხვა ადგილას, ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს?! დიახ, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე.
მეტიც, ახლა ვფიქრობ, რასაც დასაწყისში ვერ ვფიქრობდი, სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილი კანდიდატად რომ წარადგინეს, ჩემთვის ამოუხსნელი იყო, ამ მდგომარეობაში რატომ აყენებდნენ ადამიანს, რადგან მისი გამარჯვების თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავდი. ახლა გავაკეთე დასკვნა, ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეგულებოდა ეს ჩანაწერი, იფიქრა, მელიას რა კანდიდატითაც არ უნდა დავუპირისპირდე, მე ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას.
რთულია ბევრისთვის ამაზე საუბარი, ამორალურობაა, ჩემთვის მორალური დაცემის მაგალითია. ვფიქრობ, ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს უნდა განვითარებულ, დემოკრატიულ, ფორმალური მმართველობის ქვეშ ცხოვრება, სადაც მსგავსი სიბინძურე წარსულს ჩაჰბარდება. ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელსაც მე არასოდეს მივესალმებოდი და თუკი რამე არ მომწონდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ზუსტად ეს მეთოდებია, ბევრჯერ მითქვამს. ეს ბევრ იმ ადამიანს არ მოსწონდა 2012 წელს, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა და დღეს ამ მოძრაობის ამომრჩეველია“, – განაცხადა ნიკა მელიამ "რეაქციაში"