"მე ვფიქრობ, არაფერი დასამალი აქ არ არის - ის, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ოპოზიციური პარტიები და არამხოლოდ ვირჩევთ ახალ არჩევნებს, ვინაიდან გაყალბება იყო სისტემური და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში ხდება პოზიციების დაფიქსირება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ეს ხომ არ არის გასაკვირი?! თუკი რამე შავდება, შავდება ხელისუფლების მხრიდან", - ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერი, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით დასამალი არაფერია და ეს მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებაა არჩევნებთან დაკავშირებით.
საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.
მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.