ეროვნული საკითხების გარშემო არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს - როდესაც ამის საჭიროება დგება, ჩვენ ერთნი ვართ, როგორც არასოდეს. უბრალოდ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავს, რომ ბევრი რამ განაცრისფრდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კონტრასტულ სხვაობას ვერ ვაჩვენებთ… ყველამ გაიგო როგორიც არის “ქართული ოცნება”, მაგრამ თუ შენ ამტკიცებ, რომ სიმართლე შენს მხარესაა და გინდა, ხალხი გამოგყვეს, უნდა განსხვავდებოდე მათგან. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა.
"უნდა შევთანხმდეთ, რას ვტოვებთ წარსულში, რას ვტოვებთ აწმყოში და რითი მივდივართ მომავალში…
ამ პარტიის პოზიტიური ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ სერიოზულად ნეგატიური ფაქტორები არიან წარსულის ის აჩრდილები, რომლებიც ჩრდილიდან მართავენ ამ პარტიას. მე მერაბიშვილ-კეზერაშვილს არ ვებრძვი, არამედ იმას, რასაც ისინი განასახიერებენ - კონტრასტულ სხვაობაზე ვსაუბრობ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის და ენმ-ის ამომრჩევლებმა ძალიან კარგად იციან, რომ 2012 წელს ენმ-ს უარი ძალმომრეობის გამო უთხრეს. 2023 წელს ვხედავთ ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც შობა მურუსიძე და ჩინჩალაძე - დღეს ისინი მართავენ პროცესებს." - განაცხადა ნიკა მელიამ.