"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე 24 საათში 3045 ამომრჩეველი დარეგისტრირდა - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
✅ 24 საათში 3045 ამომრჩეველი დარეგისტრირდა
⭕️ რეგისტრაცია გრძელდება 26 იანვრის 10:00 საათამდე.
უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).
რეგისტრაციისას წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს პარტიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 47 11 55 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება : 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.
რეგისტრაციისთვის გადადით მოცემულ ბმულზე https://bit.ly/NikaMelia
წერს ნიკა მელია