უკიდურესად აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„უკიდირესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი.
საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ. აუცილებლად ასე უნდა ვქნათ“, - წერს ნიკა გვარამია.