ქოცებს არ უნდათ სტატუსი. კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"ჩამონათვალში, სხვა საკითხებს შორის, იყო საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, პოლარიზაცია (და ამ კუთხით ახალ ფაქტორად შეფასდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი) და მედია.ბორელის წასვლისთანავე:
გამოცხადდა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა;
იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო და წარდგინება გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს;
მიშა მშვილდაძის ცემის საქმე საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დახურა. ცხადია, არც გამოიძიებდა, მაგრამ საქმის დახურვა მომავალ წელს ამ დროსაც უპრობლემოდ შეეძლოთ. არა, მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტეს.
სერიიდან: ქოცებს არ უნდათ სტატუსი. კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა."