ჩვენ რომელიღაცა პარტიის გაგრძელება ვიყავით? პირიქით რომ თქვას ვინმემ, ეს შეიძლება რეალობასთან ახლოს ყოფილიყო, მაგრამ არ ვყოფილვართ არანაირი პარტიის გაგრძელება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„რომ გითხრათ, მიშა სააკაშვილის პოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას გავლენა არასოდეს არ ჰქონია არხზე, ან რომელიმე სხვა დასავლური პარტიის პოზიციისთვის არ გაგვიწევია ანგარიში, ან იმაზე ნაკლებად არ გვიკრიტიკებია, ვიდრე მაგალითად ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით მათ შემთხვევაში, მოვიტყუები, იმიტომ რომ ეს ასე არ არის და არც არასოდეს მიმტკიცებია, რომ ეს ასეა. შეიძლება თუ არა ამას შინაგანი ცენზურის რამე პრობლემები მოჰყოლოდა, ალბათ შეიძლება და ეს არ არის კარგი, მაგრამ ის რომ ჩვენ რომელიღაცა პარტიის გაგრძელება ვიყავით... პირიქით რომ თქვას ვინმემ, ეს შეიძლება რეალობასთან ახლოს ყოფილიყო, მაგრამ არ ვყოფილვართ არანაირი პარტიის გაგრძელება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში მე პარტიებისგანაც ვიცავდი ჩემს ჟურნალისტებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.