გავიმეორებ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების არცოდნაა, ამ მისი ფეხებზე დაკიდება, ან ბიძინას სასარგებლო იდიოტობა, ან ბიძინას აგენტობა. იმედი მაქვს, არ მოინახება არც ერთი ოპოზიციური პარტია (და ოპოზიციური პარტია მხოლოდ 5%ბარიერგადალახული არაა), რომელიც რომელიმე საფუძვლით თვითმმართველობის არჩევნებზე გასულთა შორის აღმოჩნდება. - ამის შესახებ "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენი კოალიციისთვის 4️⃣ კი ერთადერთი ვარიანტი არსებობს: ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით, და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანარჩენი ბიძინას თამაშებია და უკანა რიცხვით მისი რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. 


ps ფბ-ზე დამირეპორტეს ყველა ვიდეო, მათ შორის, გუშინ დადებული ვიდეო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ არეპორტებს ყველაფერს, რომ პოსტების გავრცელება შეგვეზღუდოს." - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".