ნიკა გვარამია დავით ქაშიაშვილის გადაცემაში 4 ოქტომბრის მოვლენებს აფასებს, როგორც ის ამბობს, ციხეში ყოფნისას ამ კადრების ყურება ტელევიზიით ძალიან მძიმე იყო. 

"მე ამას ვუყურებდი ტელევიზიით, იქ ჩემი ძალიან ბევრი ახლო ადამიანი იყო. ჩემი ერთი ძალიან ახლო მეგობარი იდგა, რომელიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად ამ ბოლოს აზრთა სხვადასხვაობისა. მეგონა რომ უბრალოდ ინფარქტი დამარტყამდა, რადგან ვხედავ რომ შეიძლება ადამიანი მოკვდეს ეთერში. მურთაზ ზოდელავაზე ვსაუბრობ. არსად არ გაიწია, არ წავიდა, რაკიღა თქვა, იქ იყო ბოლომდე. ასეთია ეს კაცი, მოიქცა კეთილსინდისიერად, იმიტომ რომ ბიჭური ბიჭია. შეცდომა დაუშვა, მურთაზს ნამდვილად შეეშალა. სხვებზეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მურათაზმა ბოლომდე აიღო პასუხისმგებლობა და არავინ მიუტოვებია. კინაღამ გული გამისკდა, არა იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო, არამედ იმიტომ რომ ვუყურე სასოწარკვეთას, მისას და ადამიანებისასაც. მაგრამ ხო ჰაერი იყო თავიდავნე, ხო გასაგები იყო რომ ჰაერი იყო, თქვენც გისაყვედურებდით ამას [მედიებს], არც თქვენი ქმედება იყო პასუხისმგებლიანი. საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად".