ნატო ჩხეიძე: „ოცნებამ“ რომ „ნაცმოძრაობის“ სერვერი წაიღო და იჭვრიტება, ნიქსონივით მისი იმპიჩმენტი როდის უნდა მოხდეს?

1614161084
"ნიქსონის იმპიჩმენტი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ კონკურენტ პარტიას უსმენდაო და “ ქართულმა ოცნებამ” რომ “ნაციონალური მოძრაობის” სერვერი წაიღო და იჭვრიტება ახლა იქ, როდის და როგორ უნდა მოხდეს ოცნების იმპიჩმენტი?"
ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში Facebook წერს.
ცნობისათვის, 23 თებერვალს, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.
ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმმა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან სერვერები წაიღო.
შსს-ში “აიპრესს” სერვერების ამოღების ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სერვერები”.