ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძე “ოცნების” დატოვებისკენ მოუწოდებს.
ნიკა გვარამია კალაძეს მოუწოდებს მიბაძოს საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას და დატოვოს პარტია.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.
ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.