ერთ ხელში თაბახის ფურცლები უჭირავს მარაოსავით და მეორე ხელში წყლის ბოთლი გახურებული სახის თუ გამშრალი ყელის გასაგრილებლად - ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძესა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს" შორის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ რეპლიკებთან ერთად ფოტოებს ავრცელებს:
"სერიიდან: დეპუტატთა გალერეა
ვერ წამომაგებთ პროვოკაციაზე- ერთ ხელში თაბახის ფურცლები უჭირავს მარაოსავით და მეორე ხელში წყლის ბოთლი გახურებული სახის თუ გამშრალი ყელის გასაგრილებლად. ასეა თითქმის ყოველთვის, როცა კი ტრიბუნიდან ბრუნდება სტრატეგიული რეფორმების ლიდერი. ჰოი, რა ღრიანცელია ხოლმე დარბაზში მისი გამოსვლისას? ხალხის გაჭირვებაზე საუბარს რომ იწყებს, რეპლიკებიც იწყება და “ ივანიშვილის პარტია ხართო” , რომ იტყვის, მაშინ იმატებს და იმატებს და “ რატომ ერთ კაცსაც ვერ აწერინებთ ხელს
ევროსტრუქტურებში თქვენს ინიცირებასო”, ამის თქმაა და აღარაფერი ისმის დარბაზში გნიასის მეტი. “ თაღლითი ხარ”“ მოღალატე ხარ” “გრცხვენოდეს”, “ მასხარა”“არაკაცი”“ შენს ფეხთქვეშ მიწა უნდა იწვოდეს”….ისმის
ჯერ “ხალხის ძალიდან”, ფრაქცია რომ არის, იმ ძალიდან და ოცნების ბოსებიც უმალვე აჰყვებიან და გადაფარავენ კიდეც აქტივობით და ხმის რეგისტრით ამ ძალოვან ხალხს. გიორგი ვაშაძე კი არხეინად უბრუნდება თავის ადგილს კმაყოფილი და ვალმოხდილი ქვეყნისა და ხალხის, ანუ მოქალაქეთა წინაშე."