თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ ამომრჩეველს მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნებამდე ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს - ირჩევს ომს თუ მშვიდობას.
„26 ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილია 21 დღე და ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს სად დგას და რას ირჩევს, ნგრევას და უკუსვლას თუ განვითარებას. მე მაქვს იმედი ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალის გონიერებისა“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ნათია მოდებაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებსა და დედებს მიმართა.
„ახაგაზრდებო, ჩვენ გვესმის თქვენი ენთუზიაზმის, ვიცით თქვენი მისწრაფებები და გვჯერა თქვენი პოტენციალის. მე მჯერა, რომ თქვენ ამ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებთ და სიტუაციის სწორ ანალიზს გააკეთებთ. მეც თქვენი ასაკისა ჩავერთე პოლიტიკურ აქტივობებში. 19 წლის ასაკში ვებრძოდი რეჟიმს და არ მინდა, რომ რამდენიმე წელიწადში თქვენც იმავე რეჟიმის წინააღმდეგ მოგიწიოთ ბრძოლა. მე, როგორც სამი შვილის დედამ, მინდა დედებს მოგმართოთ. უპირველესი, რასაც ჩემი შვილებისთვის ვისურვებდი არის მშვიდობა და უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე და მომავალი არის ჩვენს ხელში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც 12-წლიანი მშვიდობა უზრუნველყო, გააგრძელოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა შევძლოთ და მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.