ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით. ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია. ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. = წერს პარტია "საქართველოს" წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში:

"ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით. ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია. ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ახლა საზოგადოებას აჩვევენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩალის ფასი აქვს; რომ ეს ღირებულებები იმდენად უმნიშვნელოა, შეიძლება თავისუფლებაზე მონამ ილპარაკოს და 26 მაისს, დამოუკიდებლობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი ხელისუფალი, აუზზე წამოკოტრიალდეს. ტრაგედიაა, რომ ქვეყნის მოღალატეები, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში ასე დაგვაშორეს ევროპას, აღლუმს იბარებენ. ხალხის ვალია ამას არ შეეგუოს, მოღალატეები ხელისუფლებიდან გაისტუმროს და საქართველო დააბრუნოს იქ, სადაც მისი ისტორიული ადგილია." - წერს ნათია მეზვრიშვილი.