ახლა „ოცნებას“ (და პერსონალურად ივანიშვილს) ყველაზე მეტად უჭირს და ივანიშვილმა მერაბიშვილი გამოიყვანა. თუ ისევ არ გჯერათ, უბრალოდ „იმედზე“ გადართეთ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობდა და ეს იყო წინასწარ კოორდინირებული სცენარი.ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა. ახლა ოცნებას (და პერსონალურად ივანიშვილს) ყველაზე მეტად უჭირს და ივანიშვილმა მერაბიშვილი გამოიყვანა. თუ ისევ არ გჯერათ, უბრალოდ იმედზე გადართეთ. დაუკვირდით პრაქტიკულად წაგებული ოცნების პროპაგანდას როგორ გაუჩინა საზრდო.კარგია, ახლა მაინც რომ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლის თქმას. დაგვიჯერეთ ხოლმე, ვიცით რასაც ვლაპარაკობთ. იმედია, ახლა მაინც არ მივცემთ მსგავს ხალხს საპროტესტო მუხტის გაფანტვის შესაძლებლობას. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ნაცმოძრაობის არჩევა დღეს ოცნების არჩევას ნიშნავს და პირიქით. მერაბიშვილი ივანიშვილის საქმეს აკეთებს და პირიქით“- წერს ნათია მეზვრიშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.