მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება, - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სადაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

„მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება. ჯერ ერთი ძალიან სწორ მოდელს შექმნის გარე ველისთვის და გარეთ მყოფი ადამიანებისთვის და მერე ეს იდეა მხიბლავს. ჟურნალისტიკაში რაც გავაკეთე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტს ვეღარ გავაკეთებ, მეტი რესურსი აღარ არსებობს და თუ ამასაც მოვახერხებ, რომ ამ პარტიის განახლება და თავიდან აღმოცენება შესაძლებელი იქნება, ძალიან მომეწონება, რომ ამის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნები“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.