მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად. როგორც გვეუბნებიან, ამერიკაში სავიზო შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ასეულობით მოქალაქეს. ისინი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგებენ, როდესაც საელჩოში განაცხადს შეიტანენ და ფულსაც გადაიხდიან, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკან არავინ დაუბრუნებს.(აახევენ განგსტერულად), - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ანუ, საელჩომ იცის, რომ უარი უნდა უთხრას პირს ვიზაზე, მაგრამ მაინც იღებს საბუთებსაც და ფულსაც.
ასეთი ყოფილა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად! ამბობენ, ამერიკა შეეცდება, მათთვის მიუღებელი საქართველოს ხელისუფლების დასასჯელად, ევროკავშირს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმიც შეაჩერებინოსო. ანუ, ჯერ თავი გადაგვჭამეს, კანდიდატის სტატუსი საქართველოს ცუდ ხელისუფლებას კი არა, კარგ მოქალაქეებს მივეცითო და ახლა იგივე კარგ მოქალაქეებს ემუქრებიან, რადგან თქვენს „ცუდ"“ ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალებით არ აყირავებთ, თქვენთვის ევროპაში უვიზო რეჟიმსაც გავაუქმებინებთო.
ასეთი ყოფილა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად!
„მეგობრები“ იმასაც გვეუბნებიან, რადგან უკრაინაში და მოლდოვაში ჩვენთვის მისაღები რეჟიმებია, იქ არსებულ კორუფციაზე, ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებზე, ოპოზიციური მედიისა და პარტიების განადგურებაზე, ადამიანის უფლებების უამრავ დარღვევებზე და ზოგადად ყველანაირ უკეთურობაზე თვალებსაც დავხუჭავთ და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების დასაწყებადაც ავუნთებთ მწვანე შუქსო.
ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობით არჩეულს, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელ თქვენს ხელისუფლებას კი პარლამენტის შენობის თავდამსხმელებისგან დაცვის გამოც ანტიდემოკრატებად გამოვაცხადებთ, რათა მთელ მსოფლიოში იმიჯი შევულახოთო.
ასეთი ყოფილა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად!
უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ეს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართველ ხალხს კონკრეტულ მოთხოვნას დაუყენებენ:
ან ნებაყოფლობით აირჩიეთ და დააბრუნეთ ხელისუფლებაში თქვენთვის სისხლიანი, ხოლო ჩვენთვის „დემოკრატიის შუქურად“ მონათლული რეჟიმი და მათი ანასხლეტები, ან ჩვენ თვითონ მოვახერხებთ, არჩევნების ყველა სხვა შედეგის შემთხვევაში არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას, თუნდაც არჩევნები დემოკრატიულად და მაქსიმალური გამჭვირვალეობით ჩატარდესო.
ჩვენ ბიძგს მივცემთ „ქართული მაიდანის“ დაწყებას, ვინაიდან თუ ეს ხელისუფლება დარჩა საქართველოში, ქართველ ხალხს ჩვენი დიადი მიზნებისა და ინტერესებისთვის საზარბაზნე ხორცად ვერ გამოვიყენებთ. ეგეთი მეგობრობა კი, ჩვენ, თქვენთან სულაც არ გვჭირდებაო.
მოკლედ, უკვე ვნახეთ და ალბათ მომავალშიც უფრო ნათლად დავინახავთ, როგორია მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკულად. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ- ჩვენი „მეგობარი“ ამერიკელები დაჟინებით გვატენიან ხელისუფლებაში სალომეს მიერ შექმნილი „ქართული ქარტიის“ (შემოკლებით „ქა-ქა“-ს) ხელმომწერ პარტიებს. გამოდის, რომ ისინი ქართველ ხალხს ასეთ ულტიმატუმს უყენებენ: არ აირჩიოთ „ქოცები“, აირჩიეთ “ქაქელები”. ანუ შუა ისევ გაკრეფილია და ოქტომბერში ამომრჩეველს მარტივი არჩევანი ექნება: ან „ქოცები“, ან „ქაქები“!“, - წერს ნანა კაკაბაძე.