კობახიძე თუ გამლანძღავს და აგენტს მიწოდებს, რატომ უნდა მეწყინოს?! - ამის შესახებ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

„პუტინი აქებს ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ერთნი არიან და მე თუ გამლანძღავს და აგენტს მიწოდებს კობახიძე, რატომ უნდა მეწყინოს?! საქართველოში პრორუსული კი არა პირდაპირ რუსული ხელისუფლება ზის და ამას სხვანაირი მოქმედება უნდა და არა ლაპარაკი. 60 ოპოზიციონერი ზის საქართველოს პარლამენტში, გამოდით გარეთ და ყოველგვარ თანამშრომლობას, იწილო-ბიწილოს ამ ხალხთან თავი დაანებეთ“ - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.