პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცოს.

წესი ითვალისწინებს პრემიის თანხის ოდენობის განსაზღვრას, ასევე სამკერდე ნიშნის გადაცემას.

კანონპროექტით გათვალისწინებული მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით მასწავლებელი მიიღებს მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც შეადგენს ერთდროულ ფულად გასაცემელს და ასევე სამკერდე ნიშანს.

გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე - 10 000 ლარის ოდენობით.