კანონი, რომელზედაც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს - ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში.

"ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ მე არ მესმის რას ნიშნავს რუსული. კანონი, რომელზედაც ჩვენ შარშანაც ვმუშაობდით და წელსაც არაერთხელ განმარტება გაკეთდა, ჩვენ გეუბნებით, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს. სხვანაირი არ არსებობს, თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, იმას რასაც ხალხი აპროტესტებს" - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის,  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: 

ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ