ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს დემოგრაფიული საკითხები.

ამასთან, მან ერის გადასარჩენად გაწეული ღვაწლისთვის საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან, გვჭირდება საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საპატრიარქოს როლი კვლავ უდიდესი იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.