მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ სასწრაფოს ზუსტად იმდენი შემადგენლობა, რამდენიც საჭიროა, შეიძლება მეტიც, მობილიზებულია. სრულფასოვნად ახორციელებენ თვიანთ მოვალეობებს და ამ თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუხლჩაუხრელად შრომობენ და მათი კრიტიკა არასწორია.
„ნუ დაკარგავენ ობიექტურობას ისეთ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, აბსოლუტურად ჰუმანიტარულია - ეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ხალხი, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება იოტისოდენა საჭიროება ჰქონდეს სამედიცინო დახმარების, მათ ეს დახმარება მიიღონ. ამიტომ, ვფიქრობ, მადლიერების ნაცვლად როდესაც ისინი იღებენ ასეთ უსაფუძვლო, არასწორ კრიტიკას, ეს არასწორია.
მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს - სასწრაფოს ზუსტად იმდენი შემადგენლობა, რამდენიც საჭიროა, შეიძლება მეტიც, მობილიზებულია. სრულფასოვნად ახორციელებენ ისინი თვიანთ მოვალეობებს და ამ თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.