ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საზოგადოება არაერთი პოლიტიკური სპეკულაციის მომსწრე ყოფილა.
როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა, მისმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოქმედისგან შეწყალებას ელოდა.
"სასაცილო გახდა უბრალოდ, მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ სრულიად ზედმეტად გაზვიადებული განცხადებები იყო. როგორც ჩანს, მორიგ ასეთ მცდელობასთან გვაქვს საქმე, რათა გარკვეული პანიკა დაითესოს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არ ივარგებს, რომ შევაფასო და დისკუსიაში შევიდე სასამართლო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე, ამ მონაჭორი იდეების, უსაფუძვლო ვარაუდების გარდა, რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების უმართებულობასთან დაკავშირებით, მე არ მომისმენია. მე პირადად, ზურაბიშვილისგან აღარაფერი გამიკვირდება, ბევრი მიზეზის გამო," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა