ყველა იმ მანკიერებას, რომელიც ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, ახლა ისინი ერთმანეთის მიმართ სამტროდ იყენებენ - ის, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, არაფერი ახალი და უცნაური ამ პროცესში ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ბოლომდე წარმოაჩინა ამ პოლიტიკურმა ძალამ ის სახე, რომელიც რეალურად გააჩნდა ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ რომ ნაცმოძრაობა დაშლის პირასაა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. თავმჯდომარეობის ერთერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძემ რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ღიად განაცხადა და მათ გასასწორებლად პარტიას ვადას დღემდე მისცა. არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ 28-29 იანვარს ჩატარდება.