ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციამ (EPLO), სარგებლობს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით, წამოიწყო გლობალური სამართლის უზენაესობის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გლობალური სამართლის უზენაესობის კომისიის შექმნის შესახებ.

 კომისიის შემადგენლობაში შევა მაღალი რეპუტაციის მქონე 17 პროფესიონალი მთელი მსოფლიოდან, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით. კომისიის ამოცანა იქნება გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება საერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.

მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობას მიიღებს კომისიის წევრთა საინაუგურაციო ცერემონიაში, რომელიც გაიმართება 2023 წლის 10-11 იანვარს, პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრი გახდა.

პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი