პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანონს აგზავნის, რომლის მიხედვით, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოფო ჯაფარიძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  კურდღელაურის  მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციას გაუწევს 

ანონსის მიხედვით, ჯაფარიძესთან ერთად ექიმთა ჯგუფი იქნება.

"ხვალ, 5 ნოემბერს 12:00 სთდან 18:00 სთმდე, თელავში სოფ. კურდღელაურის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სასტუმრო ესკიზთან), მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად,  უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევს სოფ. კურდღელაურის მოსახლეობას." - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ ანონსში.