საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ის ხალხი, ვინც საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა,  რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

"არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც 2021 წლის ოქტომბერში ჩემს საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის შემოგზავნილი აგენტი იყო." - ამბობს მიხეილ სააკაშვილი Spiegel-თან ინტერვიუში.