"შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი."- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი.
მე შოთა პირველად გავიცანი 90-იან წლებში, როცა "აიაქსის" სუპერვარსკვლავი იყო და ჰოლანდიელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო. არასდროს ყოფილა ფულის "ხამი" და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის.
იმ დღეებში ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი მკითხა "თქვენი პრეზიდენტი შარველაძეა ხომ?" (შევარდნაძის დრო იყო :) )- წერს მიხეილ სააკაშვილი.