გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს! - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს!

სცენაზე პოლიტიკოსების ერთად ნახვა გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქვე იდგნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რაც ევროპის და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გახდა. ასეთ ერთობას წინ ვერაფერი აღუდგება" - წერს მიხეილ სააკაშვილი.