ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მოქალაქეების"ლიდერის ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. 

"ალეკო ელიაშვილი მოიყვანეს "ვივამედში", ალეკომ რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით, დამამახსოვრდა, თქვა რომ სააკაშვილმა დაამთავრა იქ სადაც დაამთავრა და ზის ციხეშიო... ალეკო, ხომ ხედავ შენც მოგიყვანეს ციხეში,გამოვხატავ სრული სოლიდარობა შენც მიმართ და ზუსტად ვიცი რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი.

და ყველა, ვინც არ გამოხატავს სოლიდარობას ალეკოს მიმართ, ის მერე ხვალ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ალეკო ელისაშვილი დააკავეს. სახალხო დამცველის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს