"ძალიან ბევრი ემიგრანტი უკვე ჩამოვიდა ან აპირებს ჩამოსვლას საქართველოში ხმის მისაცემად", - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან ბევრი ემიგრანტი უკვე ჩამოვიდა ან აპირებს ჩამოსვლას საქართველოში ხმის მისაცემად. მოვუწოდებ ყველას, ვინც ყოყმანობს, გაიჭირვონ, აიღონ ბილეთი და ჩამოვიდნენ, ნახონ თავისი ახლობლები და ამავე დროს თავისი სამშობლო გადაარჩინონ!".

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.