ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა - ეს არის სამართლიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხი. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინ ეკა ბესელიამ "ფორმულაზე" გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და "დაზღვევის მექანიზმებს" შესთავაზებს მას.
რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?"გამარჯვების კოალიცია" არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას.
ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა - ეს არის სამართლიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხი."