მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საშობაო ბარათს აქვეყნებს, რომელიც მას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოუგზავნა დაბადების დღის აღსანიშნავად.
"საშობაო ბარათი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის!
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრი საუკეთესო სურვილებით ულოცავს შობას მის მეგობარ მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ხალხს. უსურვებს წარმატებას მშვიდობის, თავისუფელებასა და დემოკრატიისკენ წინსვლაში." - წერია მისალოც ბარათში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 56 წლის გახდა.