2027-2028 წლისთვის საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად იქნება შემცირებული, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მსოფლიო ბანკის მოხსენებაზე საუბრისას, რომლის თანახმად საქართველოში 2024 წლიდან საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„საქართველოში სამივე მაჩვენებელი არის ახალ ისტორიულ მინიმუმზე და მკვეთრად გაუმჯობესებულია. არის პროგნოზი, რომ 2027 წლისთვის ჩათვლით, სადაც სიღარიბის მკვეთრი და მნიშვნელოვანი შემცირება იგულისხმება. მაღალი ეკონომიკური ზრდით, ძლიერი, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს და ქვეყანაში სიღარიბე დაიძლევა“, - აღნიშნა დუნდუამ.