მეგრელიშვილი: ადამიანები თურმე ისხდნენ და მატყუებდნენ, ძირითადად „ევროპულ საქართველოს“ ვგულისხმობ, სხვებიც არიან კულისებში, რომლებიც არ ჩანან

1612359597
"გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე ტყუილად იყო, რადგან იქ გარკვეული ჯგუფები არ ცდილობენ, მოლაპარკებებში შესვლას ხელისუფლებასთან.
"მე რომ მცოდნოდა თავიდანვე, რომ ეს განწყობა არსებობს, რომ მე იქ ტყუილა ვზივარ, იქ ტყუილად ადამიანებს რაღაცებს ვეკამათები, მიუხედავად იმისა, რომ მე მოვაწონებ იმ 4 პუნქტს, ფორმულირებას გავაკეთებთ, რომ ვიღაცისთვის მისაღები იყოს თუ არ იყოს, მიუხედავად ამისა გვერდზე თურმე ზიან ადამიანები, რომლებიც მატყუებენ.
იმიტომ რომ მოლაპარაკება არის იმისთვის, რომ შერიგდნენ, მერე შეხვიდე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები ერთობლივად გააკეთო. როგორ შეიძლება, რომ საერთოდ ამ ემოციით იჯდე ამ მაგიდაზე.
ის ვინც იტყუებოდა ძირითადად "ევროპული საქართველოს" ხალხია, ცხადია, მაგრამ ისინი იქ ჩანდნენ, მაგრამ ვინც არ ჩანს და კულისებშია ისიც ხომ არსებობს? იმის შესახებაც ხომ ვიცით? ეგრე ხომ არ არის, ხომ არ ბნელა? ეს ყველაფერი არის ტყუილი, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ გვეხმარებოდა ამ პროცესში და "ქართულ ოცნებასთან" რომ არამართალი პოზიციაა, ესეც ხომ ცხადია", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.