იმ ადამიანისთვის, რომელსაც 2018 წლის საარჩევნო კამპანიაში წვლილი მიმიძღვის, გულწრფელად დასანანია საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის მესიჯბოქსი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ვეტოს თუ გამოიყენებს, მმართველი გუნდი დაძლევაზე იმსჯელებს.
„ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მესიჯბოქსი უფრო ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის. ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს კანონპროექტის პრინციპებზე შევთანხმდით, ასევე დეტალებზეც შევთანხმდებით. ვიმსჯელებთ და შევთანხმდებით დეტალებზეც. თუ ამ დეტალებზე შეთანხმების შემდეგ ჩვენ მხარს დავუჭერთ, კანონის ძალას შეიძენს. პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს, ბუნებრივია, ამ ვეტოს დაძლევაზეც ვიფიქრებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამია რომ „ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“.