"არც იმდენად ახალგაზრდა ვარ ბატონო ლევან, რომ ცოცხის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები ამომვარდნოდა მეხსიერებიდან", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი გადაცემა "პოლიტმეტრში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ბეჟაშვილის რეპლიკას პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ დავით მათიკაშვილი განსხვავებას ვერ ხედავს წინა და ახლა ხელისუფლებას შორის მაშინ ის ძალიან ახალგაზრდაა.
ლევა ბეჟაშვილი: ბატონო დავით მაგ ზღაპრებს უკვე გაეცა პასუხი და დადგმულ სპექტაკლებს.
"მინდა ცალსახად გითხრათ, ჩვენ შევთანხმდით რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი რაც არსებობს ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატს, გააჩნია თავისი სპეციფიკა. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში წარმოადგენს არბიტრს. შესაბამისად არბიტრი უნდა ასრულებდეს თავის კონკრეტულ ფუნქციას, ასრულებდეს ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ ბალანსთან მიმართებაში თავის როლს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.