საქართველომ მილოცვა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
"შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერთა შორის მეგობრობა და პარტნიორობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს: დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას.
ამ დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მუდმივ კავშირს. ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული და ერთგულება შთამაგონებელია. შეერთებული შტატები რჩება ერთგული პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ," -წერია სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ მარკო რუბიოს მიმართვაში.